“ერთადერთი რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა შეჩერებული პროგრამა აღვადგინოთ, არის ერთიანობა“- ჭიაბერაშვილი

15.08.24 18:29
 “ერთადერთი რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა შეჩერებული პროგრამა აღვადგინოთ, არის ერთიანობა“- ჭიაბერაშვილი

„აშშ-ის საელჩომ დღეს დაადასტურა ის ინფორმაცია, რაც ჩვენი გუნდის წევრმა, გია
ჯაფარიძემ გააჟღერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების შესახებ.“ - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა,
ზურაბ ჭიაბერაშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი საშუალება, რაც ქვეყანას მისცემს შეჩერებული პროგრამების აღდგენის
შესაძლებლობას, არის 26 ოქტომბრის არჩევნები.

ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები ძალიან წუხან, რომ უწევთ სამთავრობო
პროგრამების გაჩერება, რომელიც რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დასახმარებლად იყო
განკუთვნილი, მაგრამ რომელთა გაგრძელება შეუძლებელია „ქართული ოცნების“
პირობებში და დღეს საელჩომ დაადასტურა ის, რაც „ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია ჯაფარიძემ გააჟღერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი
დახმარების შეწყვეტის შესახებ. ერთადერთი რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა
ის შეჩერებული პროგრამა აღვადგინოთ და რაც ყველაზე მთავარია ხელახლა მოვიპოვოთ
ნდობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, არის ჩვენი ერთიანობა და ამ ერთიანობით
გამარჯვება 26 ოქტომბერს, რომ ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული ინტერესებით მოქმედი
მთავრობა
“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ტელეკომპანია
ფორმულას ეთერში აშშ-ის მიერ შეჩერებულ დახმარებაზე ინფორმაცია გაავრცელა, რაც
მოგვიანებით აშშ-ის საელჩომაც დაადასტურა.

გია ჯაფარიძის განცხადებით - „ლარსთან $2.5 მლნ-იანი აპარატურა აგდია უპატრონოდ,
რადგან აშშ-მ შეგვიჩერა დახმარება“