“ოცნება“ ცდილობს ოლიმპიელების წარმატებაც მიისაკუთროს“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

15.08.24 18:36
“ოცნება“ ცდილობს ოლიმპიელების წარმატებაც მიისაკუთროს“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ქართული ოცნება“ ცდილობს ეს საერთო წარმატებაც მიისაკუთროს პარტიული ნიშნით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ “ოცნება“ ორიენტირებულია დაყოფაზე“, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა,  ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის პასუხი ასეთ პოლიტიკაზე უნდა იყოს ერთიანობა და 26 ოქტომბერს ამ ერთიანობით გამარჯვება.

ჩვენი ოლიმპიელების წარმატება არის საერთო-სახალხო წარმატება და ზეიმიც საერთო-სახალხოა. “ქართული ოცნება” ცდილობს ეს საერთო წარმატებაც მიისაკუთროს პარტიული ნიშნით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული ოცნება ორიენტირებულია დაყოფაზე, დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და არა გაერთიანებაზე და ჩვენი პასუხი, ხალხის პასუხი ასეთ პოლიტიკაზე უნდა იყოს ერთიანობა და უნდა იყოს ამ ერთიანობით გამარჯვება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ზურაბ
ჭიაბერაშვილმა.


შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ დახურულ სივრცეში ქართველ ოლიმპიელებთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა. ამასთან, განაცხადა, რომ ოლიმპიელებსაც და პარაოლიმპიელებსაც ერთად უნდა შევხვდეთ და არა ცალ-ცალკე, რადგან ეს პარაოლიმპიელების დისკრიმინაციაა.

სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებთან და პარაოლიმპიელებთან საერთო-სახალხო შეხვედრა სექტემბერში დააანონსა.