რუსეთი ომის გასასამართლებლად "ოცნების" განცხადებას ციტირებს - რა გამოხმაურებები მოჰყვა გაეროს სკანდალურ სხდომას

15.08.24 20:03
რუსეთი ომის გასასამართლებლად "ოცნების" განცხადებას ციტირებს - რა გამოხმაურებები მოჰყვა გაეროს სკანდალურ სხდომას

ღალატი - ეს იყო დღეს ერთადერთი სიტყვა, რომელიც "ქართული ოცნების" მისამართით ისმოდა. მოსკოვთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ. რუსი დიპლომატის გულის ჯიბეში შენახული ქართული ოცნების განცხადება დღეიდან კრემლის მთავარი კოზირია დასავლეთის წინააღმდეგ. ივანიშვილის პარტიის  პოლიტსაბჭომ მოსკოვის 16 წლიანი ოცნება აასრულა. ოფიციალურად დაადასტურა, რომ აგვისტოს ომი საქართველომომ გარე ძალების დავალებით დაიწყო.
 
 ეს განცხადება რუსმა დიპლომატმა  როგორც მტკიცებულება, სიტყვა სიტყვით წაიკითხა. სახეზეა ქართული ოცნების რუსეთთან სინქრონული მოქმედება და კრემლის ნარატივის დადასტურების მცდელობა გაეროს უმაღლესი  ტრიბუნიდან. იმ დროს როდესაც მთელი ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლები რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ, მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას ციტირებს, როგორც მაშველ რგოლს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.