ივანიშვილების მოსკოვური ქონების სკანდალი და "ოცნების" პასუხის პასუხი OCCRP-ს
პასუხის პასუხი - ივანიშვილების მოსკოვური ქონება "ქართული ოცნების" დიდ თავისტკივილად იქცა. განცხადებას, განცხადებაზე ავრცელებენ, რომ გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მიკვლეული ფაქტები სიცრუედ გამოაცხადონ. ამ კამპანიიაში დღეს პრემიერიც ჩაერთო. ამტკიცებს, რომ 1998 წლის შემდეგ ივანიშვილს რუსეთში ქონება არ შეუძენია. ეს ამბავი კი პირადად ოლიგარქისგან იცის.
არადა ფაქტები ჯიუტია. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ივანიშვილის მეუღლემ მოსკოვში ბინა სულ რამდენიმე თვის წინ შეიძინა. ანგარიშებიც რუსულ ბანკებში აქვს, სადაც შენობების გაქირავებით მიღებული თანხები ირიცხება. ამან კი შესაძლოა ოლიგარქისთვის მძიმე შედეგი გამოიღოს. სანქცირებულ ბანკებთან თანამშრომლობა ივანიშვილისთვის სანქციების ტოლფასია.
დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.