ერთ დღეში ნახევარი მილიონი - "ოცნების" პარტიული ყულაბა რეკორდული რაოდენობით ივსება

15.08.24 20:19
ერთ დღეში ნახევარი მილიონი - "ოცნების" პარტიული ყულაბა რეკორდული რაოდენობით ივსება

ერთ დღეში ნახევარი მილიონი - "ქართული ოცნების" პარტიული ყულაბა რეკორდული რაოდენობით ივსება. მხოლოდ აგვისტოს პირველ ორ კვირაში ოლიგაქრის პარტიის ანგარიშზე მილიონ 700 ათასი ლარი ჩაირიცხა. ფიზიკური და იურიდიული პირები რიგში დგანან, რომ ოცნების სალარო შეავსონ. არჩევნების წინ მმართველი გუნდი ბიზნესისგან ხარკს ითხოვს. ფულს საწრაფო წესით რიცხავს ყველა ის კომპანია, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს. 

როგორც ჩანს ამ კვირაში აჭარის რიგი იყო. სწორედ ამ რეგიონიდან წამოვიდა პარტიის ყულაბაში დიდი ფული. ათობით ბიზნესმენმა ერთ დღეს და ერთდოულად გადაწყვიტა ოცნების ფინანსური დახმარება. თუმცა ფულის მიღებასთან ერთად პარტია გულუხვ საჩუქრებსაც არიგებს, ოღონდ არა უანგაროდ.  პრემიერმა  საპატრიარქოს უნივერსიტეტს 2 მილიონი ლარის ფინანსური დახმარება დაუმტკიცა. უნივესიტეტს კი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი განაგებს.

+დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.