ბრძოლა გადამწყვეტი არჩევნებისთვის - "ძლიერი საქართველოს" შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

15.08.24 20:26
ბრძოლა გადამწყვეტი არჩევნებისთვის - "ძლიერი საქართველოს" შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

საარჩევნო შტაბი გახსნილია და შტაბის ხელმძღვანელიც წარდგენილია. გამოცდილება და კომპეტენცია - სწორედ ეს იყო დღეს ის მთავარი სიტყვები, რომლითაც "ძლიერი საქართველოს" ლიდერები დავით გამყრელიძეს ახასიათებდნენ. 12 წლის წინ პოლიტიკიდან წასული პოლიტიკური ლიდერი გადამწყვეტი არჩევნებისთვის კოალიციის შტაბს უხელმძღვანელებს.  ამოცანა რეჟიმის ცვლილებაა, ამიტომ 26 ოქტომბერს კოალიციის მაღალი შედეგის დადებასთან ერთად დავით გამყრელიძე პრიორიტეტად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინირებულ მოქმედებასაც ასახელებს.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.