ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის გუნდმა ახალი პარტია წარადგინა

15.08.24 20:04
ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის გუნდმა ახალი პარტია წარადგინა

 

“ევროპული საქართველოდან“ წასულმა გუნდმა ახალი პარტია დააფუძნა. გიგა ბოკერია და მისი თანამოაზრეები პოლიტიკურ ცხოვრებას "ფედერალისტების" სახელით განაგრძობენ. ასე ერქმევა ახალ პარტიას, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ გაიმართა.

სექტემბერში პოლიტიკური ორგანიზაციის ყრილობაა დაგეგმილი, სადაც მმართველ რგოლს ოფიციალურად აირჩევენ.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სახელწოდება ბოლო პერიოდში მომხდარი ტრაგედიების გამო მოიფიქრეს, რადგან ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება.

ახლახან ზუგდიდში ორი ბავშვი დაიწვა, ერთდღიანი ფეისბუქ-მოთქმა ვნახეთ ჩვენ და ახასიათებს სათნოების სიგნალირება სოციალურ მედიას, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდება, ყველას თავისი რეცეპტი აქვს, ერთი დღე ხალხი ინერვიულებს და მერე ისევ დიდი უბედურება ხდება. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში:

ბუნებრივია, ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ, ტრაგედიები ყოველთვის მოხდება, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სოცოცხლის უფლების, თავისუფლების, ბედნიერების სწრაფვის უფლების რეალიზაცია, ამისთვის საჭიროა, ეს თავკომბალა ცენტრალიზებული სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე, ძლიერ ადამიანებზე“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილი.

ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ დიდი შესაძლებლობა ისტორიული შანსი, რომ რუსული საბჭოთა ჭაობიდან გავაღწიოთ და ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ისეთი, რასაც ჩვენი ისტორია და მომავალი იმსახურებს და ამავე დროს, გვაქვს საფრთხე, რომ რუსული რეჟიმის ხელში ეს შანსი ხელიდან გავუშვათ და  თაობები გაიწიროს ჯოჯოხეთში ცხოვრებისთვის, როგორც ეს 1921 წლის შედეგად მოხდა და ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ეს დავუშვათ.

ამისთვის საჭიროა, რომ აქტიური მოქალაქეები, ვისაც რწმენა აქვს საკუთარი პასუხისმგებლობის და თავისუფლების, გაერთიანდნენ პოლიტიკურ ერთეულებში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი თანამოაზრე გვყავს, ბევრად მეტი, ვიდრე ამ დარბაზში იყო, ვისაც სჯერა იმისი, რომ მომავალი ეკუთვნის თავისუფალ სახელმწიფოს, სადაც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები ზრუნავენ მარტო საკუთარ თავზე ან საკუთარ ოჯახზე კი არა, არამედ საზოგადო საქმეზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.