რუსი ტროლები ივანიშვილის გუნდის სამსახურში - "ოცნების" პირველი კომენტარი

15.08.24 21:11
რუსი ტროლები ივანიშვილის გუნდის სამსახურში - "ოცნების" პირველი კომენტარი

რუსი ტროლები ივანიშვილის გუნდის სამსახურში - Meta-ს სკანდალურ ანგარიშზე კითხვა "პირველებმა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, ანგარიშს არ გაცნობია, თუმცა იქ სავარაუდოდ, რუსეთში მისაღებ რუსულ კანონებზე იქნებოდა საუბარი.

თქვენი მოყოლილი ისტორიიდან ვხვდები, რომ ეს იყო რუსული ანგარიშები სოცქსელში, რომელიც რუსეთში კანონთან დააკავშირებით პროპაგანდას ეწეოდნენ, რუსეთში მისაღებ რუსულ კანონებში,  სადაც რუსული ანგარიშებია ჩართული, მე ვერანაირად პასუხს ვერ გაგცემთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი. 

კომპანიამ დოკუმენტი დღეს, 15 აგვისტოს გამოაქვეყნა.

Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. ანალოგიურად ხდებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოვლენებზე აქვეყნებდნენ პოსტებს და დასავლეთს აკრიტიკებდნენ.

დოკუმენტში წერია, რომ ყალბი გვერდები ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი იყენებდა Youtube-ს, Telegram-სა და TikTok გვერდებსაც, რეკლამაში კი ჯამში 77 ათასი დოლარი დაიხარჯა.