ეს ადასტურებს, რომ "ოცნების" და პუტინის პროპაგანდა ერთი და იგივეა - კუპრაძე Meta-ს სკანდალურ ანგარიშზე

16.08.24 11:23
ეს ადასტურებს, რომ "ოცნების" და პუტინის პროპაგანდა ერთი და იგივეა - კუპრაძე Meta-ს სკანდალურ ანგარიშზე

ეს ადასტურებს, რომ "ოცნების" და პუტინის პროპაგანდა ერთი და იგივეა - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ირაკლი კუპრაძე Meta-ს სკანდალურ ანგარიშს.

ის, რომ სოციალური ქსელიდან წაშალეს გვერდები, რომელიც ეწეოდა რუსულ პროპაგანდას, იცავდა რუსულ კანონს, იცავს ყოველდღიურ საომარ ნაბიჯებს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ფეისბუკმა აკრძალა და გააქრო სოციალური ქსელიდან, რაც არის კიდევ ერთი დასტური, რომ "ოცნების" და რუსული, პუტინის პროპაგანდა არის ერთ და იგივე, არის იდენტური და პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან", - ამბობს კუპრაძე.

გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი. 

Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. ანალოგიურად ხდებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოვლენებზე აქვეყნებდნენ პოსტებს და დასავლეთს აკრიტიკებდნენ.

მსგავსი სიახლეები