კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები - ნაცვლიშვილი "ოცნების" დელეგატებზე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ კობახიძის მიერ საარჩევნო ოლქებში დელეგატების წარდგენაზე საუბრობს და რეგიონებში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის წინამძღოლებს "კორუმპირებულ ადგილობრივ ფეოდალებს" უწოდებს.
ანა ნაცვლიშვილი დელეგატებს ქართველი ხალხის ინტერესის უგულებელყოფაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ოდიოზური ფიგურები კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით არჩევნებზე ხმების მობილიზაციას ცდილობენ".
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბერს ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებას დაკარგავს და "ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად" საქართველო პროგრეს გააგრძელებსს.
რუსეთის მსახური ხელისუფლება მარცხდება გარდაუვალად 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ამის კიდევ ერთი დასტურია მათ მიერ გუშინ წარდგენილი საარჩევნო სია ეგრეთწოდებული დელეგატებისა იმ ოდიოზური ფიგურების, რომელსაც არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან. ისინი არასდროს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. ესენი არიან კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით, ცდილობენ ხმების მობილიზებას, მათ შორის არაკანონიერი გზებით ადგილებზე და სწორედ მათზე აკეთებს კვლავ გათვლას ''ქართული ოცნება'', რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, მე მინდა მათ ვუთხრა, უნდათ დელეგატები დაარქვან, უნდათ სხვა რამე დაარქვან, ფაქტი არის ერთი, მაჟორიტარული სისტემა არის საქართველოს კონსტიტუციით გაუქმებულია. ტყუილია, რომ ეს ადამიანები იქნებიან ახალი მაჟორიტარები, რასაც ''ქართული ოცნება'' საზოგადოებას ეუბნება. ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება, მათ კარგად იცნობს ქართველი ამომრჩეველი. ესენი არიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხაზით, ბევრი მათგანი რუსული კანონის მხარდამჭერი, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ინტერესებთან. ესენი არიან წარსულის ადამიანები და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ წარსულის ადამიანებს მიუჩენს საკადრის ადგილს. საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას, განვითარებას, პროგრეს ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად", - ამბობს ნაცვლიშვილი.
"ევროპელი სოციალისტების" ლიდერის, ფრიდონ ინჯიას შვილი, ილია ინჯია "ქართული ოცნების" გამსვლელ სიაშია - ილია ინჯიასთან ერთად, სიაში მოხვდა გორის მოქმედი მერი - ლადო ხინჩიგაშვილი.
პრემიერის ცნობით, „ქართული ოცნება“ დელეგატებს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში წარადგენს.
დელეგატების სია ასე გამოიყურება:
- კახეთიდავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
- ირაკლი ქადაგიშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ.
- რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს ირაკლი შატაკიშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი.
- მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი
- რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი, ბატონი დავით შერაზადიშვილი
- ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი ანტონ ობოლაშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი.
- ახალქალაქი-ნინოწმინდა- მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი.
- მცხეთა-მთიანეთში ბატონი დიმიტრი ხუნდაძე იქნება დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში.
- გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი, ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატად.
- ხაშური-ქარელი- მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე
- ქუთაისში, ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე
- წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე
- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე
- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი.
- ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან.
- ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია
- მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი.
- გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ბატონი ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი.
- რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ბატონი გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი.
- ბათუმში არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“, რომელიც არის „ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი.
- ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, ბატონი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.
- ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი.
- ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.
ირაკლი კობახიძის თანახმად, ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე.
რაც შეეხება თბილისს, პრემიერის თქმით, 8 დელეგატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.