"თუ გავიხსენებთ "დინამოს" პოზიციას აქციებს დროს..." - რა ეჭვებს უჩენს სპორტულ ჟურნალისტს სტადიონის ამორტიზების დასკვნა

16.08.24 12:20
"თუ გავიხსენებთ "დინამოს" პოზიციას აქციებს დროს..." - რა ეჭვებს უჩენს სპორტულ ჟურნალისტს სტადიონის ამორტიზების დასკვნა

50 ლარიანი ბილეთები სამას ლარად, ოც ლარიანი ბილეთები ასოც ლარად - საქართველო-ჩეხეთის მატჩის უბილეთოდ დარჩენილ ქომაგებს ბილეთებს შავ ბაზარზე სთავაზობენ. ათასობით ადამიანი ერონული ნაკრების საქომაგოდ სტადიონზე მისვლას ვერ ახერხებს.  

გარდა შავი ბაზრის უკონტროლობის პრობლემისა, სპორტის ექსპერტებს ეჭვს უჩენთ "დინამოს" ამორტიზირების დასკვნა და სტადიონის პოზიციებს იხსენებენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მათი პოზიციის დაფიქსირების შესახებ.

,,აუცილებელი იყო, რომ გათვალისწინებულიყო ის, რომ დღეს საქართველოში ბუმია ამ  ფეხბურთის. მერე მიდის ხოლმე მუდმივად გადაბრალება. ჩვენი ბრალი არ არის, იმათი ბრალია, ეს ყველაზე  ნაკლებად აინტერესებს ქომაგს, რომელსაც სტადიონზე უნდა მოხვედრა. შავი ბაზრის პრობლემა არის ჩვენთანაც და არის მთელ მსოფლიოში, ალბათ საჭირო არის კიდევ უფრო მეტი რეგულაცია და კიდევ უფრო მკაცრი გაკონტროლება ამ ბილეთების რეალიზაციის პროცესიც. ალბათ, ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას არის კიდევ უფრო მეტად გაკონტროლება ამ ბილეთების რეალიზაციის პროცესის. დაახლოებით, 55 000 ეტევა დინამოზე და დაახლოებით 27 000 მიხეილ მესხის სტადიონზე. ფაქტობრივად ჩვენ მივიღეთ, ის რომ ორჯერ ნაკლები გულშემატკივარი დაესწრება მიხეილ მესხზე თამაშს. ჩემში პირადად ცოტა ეჭვს იწვევს ამ სტადიონის ამორტიზირების დასკვნა, თუმცა თუ გავიხსენეთ მაგალითად დინამო თბილისი პოზიციას აქციებს დროს, რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი შეიძლება აეწყოს", - ამბობს სანდრო ცნობილაძე. 

ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, სადაც ორჯერ უფრო ნაკლები მაყურებელი ეტევა, ვიდრე დინამოს სტადიონზე.

ინფორმაციისთვის, 29 ივლისს, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია და შესაძლოა მდგრადობის პრობლემები შეიქმნას.

“პირველებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ არსებობს კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამას დოკუმენტურად დაადასტურებს.