პრობლემის მიუხედავად, განწყობა არის ამაღლებული - სოფო ჯაფარიძე სამგორის მოსახლეობას შეხვდა
"ამდენი პრობლემის მიუხედავად, განწყობა არის ერთმნიშვნელოვნად ამაღლებული. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ სიღარიბეს, უმუშევრობას" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ სამგორში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ქვეყნიდან წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ხალხი გაედინება, რასაც 26 ოქტომბერს საზოგადოება ერთიანობით დაასრულებს.
გრძელდება ჩვენი შეხვედრები თბილისის მოსახლეობასთან, ამჯერად ვიმყოფებით სამგორში და წარმოუდგენელი განწყობაა - ხალხი არის გამარჯვებისთვის მზად, ხალხი მზადაა, რომ იბრძოლოს ბოლომდე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს უმძიმესი მდგომარეობა, რაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხია. ვისმენთ უამრავი პრობლემის შესახებ: ეს ადამიანები არიან უმუშევრები, ვინც მუშაობს, აქვს ძალიან დაბალი ანაზღაურება, დაცლილია თბილისი, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ემიგრაციაშია წასული, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამდენი პრობლემის მიუხედავად, განწყობა არის ერთმნიშვნელოვნად ამაღლებული. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ სიღარიბეს, უმუშევრობას, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ხალხის გადინებას ქვეყნიდან და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე, ერთად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ააშენა. 12 წელია "ქართული ოცნება" აკეთებს მხოლოდ ერთს: ანგრევს იმას, რაც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად. ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად, 26 ოქტომბერს, ამ საოცარ ხალხთან ერთად ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ სამგორში, ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე.