ირაკლი ნადირაძე: სამგორში და მთელ საქართველოში მოსახლეობას აწუხებს გაზრდილი ფასები, კომუნალურები, ემიგრაცია

16.08.24 12:37
ირაკლი ნადირაძე: სამგორში და მთელ საქართველოში მოსახლეობას აწუხებს გაზრდილი ფასები, კომუნალურები, ემიგრაცია

„სამგორშიც, ისევე როგორც მთელ საქართველოში მოსახლეობას აწუხებს გაზრდილი ფასები, კომუნალურები, ემიგრაცია"- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ სამგორში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ნადირაძის თქმით, 26 ოქტომბერი არის ის თარიღი, როდესაც ამ ყველაფერს ბოლო მოეღება, "ქვეყანა წავა ევროპისკენ და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კეთილდღეობა.“

ვაგრძელებთ შეხვედრებს თბილისში, ამჟამად ვიმყოფებით სამგორის რაიონში, სადაც შევხვდით მოსახლეობას, ამომრჩევლებს და მათი მთავარი პრობლემები არის გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მომსახურებაზე, გაძვირებული კომუნალური გადასახადები, საპროცენტო სესხები, ემიგრაცია, რადგან ოჯახი არ არის დარჩენილი სამგორის რაიონში წასული რომ არ ჰყავდეთ უახლოესი ადამიანი საზღვარგარეთ. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ პრობლემებზე და ასევე მომავალზე, თუ რა უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბრის შემდგომ და დიახ, 26 ოქტომბერს უნდა იყოს ის თარიღი, როდესაც ერთიანობით გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ ამ მოღალატე ხელისუფლებას და ყველა ერთად წავალთ ევროპისკენ და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ გაზრდილი შემოსავლები და კეთილდღეობა.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.