სტრუქტურაში სჭირდებათ ყურმოჭრილი მონები, რომლებიც დაბმული ჰყავთ ფულით ან კომპრომატით - ბარამიძე
"თითოეულ სტრუქტურაში სჭირდებათ ყურმოჭრილი მონები, რომლებიც დაბმული ჰყავთ ან ფულით, ან რაიმე კომპრომატით, რათა მათ შეასრულონ ის დავალებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი გასცემს" - ასე პასუხობს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის შეცვლას.
გიორგი ბარამიძის თქმით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მეათეხარისხოვანი სტრუქტურაა, თუმცა "ოცნებას" არჩევნების წინ ინსტიტუტების სრული მობილიზაცია სჭირდება.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მეათეხარისხოვანი სტრუქტურაა ზოგადად, მაგრამ რა თქმა უნდა, არჩევნების წინ სჭირდებათ ეს და სხვა სტრუქტურები, როგორც შსს, პროკურატურა, სუს-ი - ყველაფერი არის ინსტრუმენტი ბიძინა ივანიშვილის მოღალატე და კრიმინალური ბანდის ხელში იმისთვის, რომ რამენაირად შეინარჩუნონ ხელისუფლება, რა თქმა უნდა გაყალბების, ფალსიფიცირების გზით და ყველაფერი, რაც დასჭირდებათ, ამ სტრუქტურებმა უნდა გააკეთონ, ამიტომ ბუნებრივია, თითოეულ სტრუქტურაში სჭირდებათ ყურმოჭრილი მონები, რომლებიც დაბმული ჰყავთ ან ფულით, ან რაიმე კომპრომატით, რათა მათ შეასრულონ ის დავალებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი გასცემს", - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ბიუროს დაუბრუნდა ყოფილი უფროსი გიორგი თვაური, რომელსაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ე.წ. კახური კლანის წარმომადგენლად მოიაზრებენ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.