ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს სწოვენ ქვეყანას - ბარამიძე
"ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს სწოვენ ჩვენს ქვეყანას" - ასე ეხმაურება გიორგი ბარამიძე "ქართული ოცნების" მიერ 22 რეგიონში წარდგენილ კანდიდატ-დელეგატებს.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის თქმით, "ივანიშვილის სურს, კონკრეტული ადამიანები ჰყავდეს, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი რეგიონის გაყვლეფაზე".
რაც შეეხება ამ ხელოვნურად შექმნილი თანამდებობების თუ სტატუსების მქონე დეპუტატებს, ეს საერთოდ გაუგებარია: პარლამენტის წევრი ყველა თანასწორია, მითუმეტეს, პროპორციულ სისტემაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს სწოვენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ლოკალურად და ასეთები ჰყავს თითოეულ რეგიონს მიჩენილი ივანიშვილის მხრიდან, ტრადიციულად, ის ამ სისტემას ვერ მოეშვა და უნდა რომ კონკრეტული ადამიანები ჰყავდეს, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი რეგიონის გაყვლეფაზე. ეს არის ფუნქცია, რომელიც გადაიტანა კანონმდებლობაში და, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე მოირგო, მით უმეტეს, როცა კონსტიტუციაში პირდაპირ დაფიქსირებულია, რომ საქართველოს პარლამენტი ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, პროპორციული წესით, პარტიული სიების შედგენის მეთოდით და არა აბსოლუტურად არალეგიტიმური და არასწორი ე.წ. დელეგატების მეშვეობით, რომლებიც არიან მაჟორიტარული სისტემის გადმონაშთი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში იყენებდა ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.
"ევროპელი სოციალისტების" ლიდერის, ფრიდონ ინჯიას შვილი, ილია ინჯია "ქართული ოცნების" გამსვლელ სიაშია - ილია ინჯიასთან ერთად, სიაში მოხვდა გორის მოქმედი მერი - ლადო ხინჩიგაშვილი.
პრემიერის ცნობით, „ქართული ოცნება“ დელეგატებს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში წარადგენს.
დელეგატების სია ასე გამოიყურება:
- კახეთიდავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
- ირაკლი ქადაგიშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ.
- რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს ირაკლი შატაკიშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი.
- მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი
- რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი, ბატონი დავით შერაზადიშვილი
- ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი ანტონ ობოლაშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი.
- ახალქალაქი-ნინოწმინდა- მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი.
- მცხეთა-მთიანეთში ბატონი დიმიტრი ხუნდაძე იქნება დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში.
- გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი, ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატად.
- ხაშური-ქარელი- მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე
- ქუთაისში, ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე
- წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე
- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე
- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი.
- ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან.
- ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია
- მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი.
- გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ბატონი ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი.
- რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ბატონი გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი.
- ბათუმში არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“, რომელიც არის „ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი.
- ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, ბატონი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.
- ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი.
- ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.
ირაკლი კობახიძის თანახმად, ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე.
რაც შეეხება თბილისს, პრემიერის თქმით, 8 დელეგატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.