"ოცნება'' უკვე თავად იქცა დეზინფორმაციის მთავარ გამავრცელებლად - ფარულავა Meta-ს სკანდალური ანგარიშზე
ეს არ არის არც პირველი შემთხვევა და არც უკანასკნელი, როდესაც Meta მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი ნიკა ფარულავა აცხადებს და მაგალითად ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული ანგარიშები მოჰყავს.
ფარულავას თქმით, Meta-ს სკანდალური ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ''ქართული ოცნება'' უკვე თავად იქცა დეზინფორმაციის მთავარ გამავრცელებლად.
ეს არ არის არც პირველი შემთხვევა და არც უკანასკნელი, როდესაც Meta მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. ერთი წლის წინ, ჩვენ გვახსოვს, რომ პირადად ირაკლი ღარიბაშვილთან პრემიერი იყო, პრემიერთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა სოციალური ქსელიდან და მაშინაც ზუსტად მსგავსი ქმედების გამო, რომ არაავთენტური კოორდინირებული ქმედების გამო ეს გვერდები ახორციელებდნენ ერთის მხრივ დასავლეთის დისკრედიტაციას, მეორეს მხრივ ოპოზიციის და კრიტიკული აზრის და ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერას. ეს არის იმის დადასტურება, ''ქართული ოცნება'', როდესაც უკვე თავად იქცა მისი ყველა ლიდერის სპიკერით პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მთავარ გამავრცელებლად, მათ შორის მიმართავს მსგავსს მეთოდებს და არც შეწყვეტს და სწორედ ეს არის ასევე დადასტურება იმისა, რომ არ აპირებს ''ქართული ოცნება" გადაუხვიოს იმ ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული, ანტიქართული კურსიდან, რომელსაც ახორციელებს", - აცხადებს ნიკა ფარულავა.
გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი.
Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. ანალოგიურად ხდებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოვლენებზე აქვეყნებდნენ პოსტებს და დასავლეთს აკრიტიკებდნენ.