"ფულის ტომრები" - მანჯგალაძე "ოცნების" დელეგატებზე

16.08.24 14:00
"ფულის ტომრები" - მანჯგალაძე "ოცნების" დელეგატებზე

პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ოცნების" დელეგატებს "ფულის ტომრებს" უწოდებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის პროპორციულ სიაში მათი გამსვლელ ადგილზე წარდგენა ქართველი ხალხის მოტყუებაა.

პაატა მანჯგალაძე რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების დელეგატებს საზოგადოების ძარცვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი საკუთარ კეთილდღეობას სხვის ხარჯზე იწყობენ. 

ეგენი არიან, ეგრეთწოდებული ფულის ტომრები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იმის გამო, რომ სიაში ეწერებოდნენ, ხარჯავდნენ ბევრ ფულს. არაფერი არცერთ მათგანს, დიდი უმრავლესობას მოდი პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს მოქალაქისთვის არ მოუტანია. ამ ხალხის მთავარი საზრუნავი არის წლიდან წლამდე ხალხის ძარცვის ხარჯზე როგორ გაიმდიდროს ქონება. სახელობითად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ასეთი ადამიანები, ძალიან ბევრია ამ სიაში და ეს არის მოტყუება საქართველოს მოქალაქის და შეურაცხყოფა პირდაპირ საქართველოს მოქალაქის, რომ წლების მანძილზე ათწლეულებია, ვინ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს, ისევ ის ხალხი შესთავაზეს ვითომ მაჟორიტარებად" - ამბობს მანჯგალაძე.

ევროპელი სოციალისტების" ლიდერის, ფრიდონ ინჯიას შვილი, ილია ინჯია "ქართული ოცნების" გამსვლელ სიაშია - ილია ინჯიასთან ერთად, სიაში მოხვდა გორის მოქმედი მერი - ლადო ხინჩიგაშვილი. 

პრემიერის ცნობით, „ქართული ოცნება“ დელეგატებს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში წარადგენს.

დელეგატების სია ასე გამოიყურება: 

  • კახეთიდავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
  • ირაკლი ქადაგიშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ.
  • რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს ირაკლი შატაკიშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი.
  • მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი
  • რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი, ბატონი  დავით შერაზადიშვილი
  • ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი ანტონ ობოლაშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი.
  • ახალქალაქი-ნინოწმინდა- მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი.
  • მცხეთა-მთიანეთში ბატონი დიმიტრი ხუნდაძე იქნება დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში.
  • გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი, ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატად.
  • ხაშური-ქარელი- მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე
  • ქუთაისში, ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე
  • წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე
  • საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე
  • ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი.
  • ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან.
  • ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია
  • მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი.
  • გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ბატონი ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი.
  • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ბატონი გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი.
  • ბათუმში  არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“, რომელიც არის „ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი.
  • ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, ბატონი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.
  • ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი.
  • ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.

ირაკლი კობახიძის თანახმად, ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე.

რაც შეეხება თბილისს, პრემიერის თქმით, 8 დელეგატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.