“ქართული ოცნება” ქართულ ფეხბურთს ებრძვის - გია ჯაფარიძე
“ ქართული ოცნება” ებრძვის ქართულ ფეხბურთს - ამის შესახებ "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ დინამოს მეპატრონემ აპრილში და მაისში საპროტესტო აქციების დროს სოლიდარობა გამოუცხადა რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ საქართველოს მოქალაქეებს და სწორედ ეს მიაჩნია იმის მიზეზად, რომ საქართველო-ჩეხეთის მატჩი დინამო არენაზე არ ტარდება.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 7 სექტემბერს საქართველო- ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებს შორის მატჩი გაიმართება, არა დინამოს სტადიონზე, არამედ მიხეილ
მესხის სრადიონზე ვაკეში.
დინამო სტადიონი დაახლოებით იტევს 55000 მაყურებესლ, ხოლო მესხის სტადიონი 27000 მაყურებელს იტევს.
სადღაც ნახევარზე მეტი, დაახლოებით 28000 მაყურებლით ნაკლები დაესწრება ამ მატჩს.
საქართველოს 28 000 მაყურებელი შეზღუდული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ვერ შეძლებს მატჩის ყურებას.
ეა გადაწყევტილება, მგონია, რომ არს მცდარი და ამავდროულად პოლიტიკურად მოტივირებული.
2015 წელს დინამოს სტადიონზე იყო სუპერთასის თამაში, სტადიონის არის შემოწმებული.
წლების განმავლობაში დინამოზე იმართებოდა როგოროც ფეხბურთის, ასევე რაგბის მატჩები და uefa და სხვა შესაბამისი უწყებები სტადიონს რეგულარულას უტარებდნენ შემოწმებას.
შარშან ამ დროს დინამოზე იმართებოდა 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი. შესაბამისად ამ სტადიონმა შემოწმება წინა წელსაც გაიარა.
26 მარტს, როცა ამ სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა საბერძნებთის ნაკრები.
საინტერესოა უკანსკნელი 6 თვის განმავლობაში რა დაემართა დინამოს სტადიონს, რომ
აუცილებელი გახდა ამ მატჩის გადატანა დინამოდან მესხის სტადიონზე.
დინამოს მეპატრონემ აპრილში და მაისში საპროტესტო აქციების დროს სოლიდარობა გამოუცხადა რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ საქართველოს მოქალაქეებს.
ჩემი აზრით სწორედ ეს არის მიზეზი.
საქართველოს ნაკრები მთელს ქვეყანას აერთიანებს ფეხბურთში.
სწორედ ეს ერთიანობა აღიზიანებს “ ქართულ ოცნებას”.
ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე რომ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, 28 000 ადამაიანს არ ეძლევა შანსი რომ დაესწროს ამ მატჩს.
“ ქართული ოცნება” ებრძვის ქართულ ფეხბურთს.
“ ქართულ ოცნებას” არ უყვარს ქართული ფეხბურთი, არ უყვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები.აშშ-მ “ქართული ოცნების” ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიევროატლანტიკური პოლიტიკის გამო გააჩერა დახმარებია ნაწილი, რაც წარმოადგენს საქართველოსთან დახმარების სრულ მასშტაბიან და სიღრმისეული გადახედვის ერთერთ კომპონენტს.
შეჩერებული დახმარება შეეხო მათ შორის იმ პროგრამას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოში.
ეს არია ექსპორტის კონტროლისა და საზღცრების უსაფრთხოების პროგრამა.
აშშ- ს მიერ საქართველოსთვის შეძენილი იქნა უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც ახდენს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი მანქანების შემოწმებას.
ეს არის ეგრედ წოდებული იქსრეი ტიპის სკანირების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება, რომ ამ ავტომანქანების საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე არ შმეოვიდეს უკანონოდ იარაღი, ნარკოტიკი, კონტრაბანდა და ასე შემდეგ.
ასევე ამ აპარატუტას შეუძლია შეამოწმოს ის ტვირთი რომელიც გადის საართველოდან რუსეთში და შეძლოს დაფიქსირება ისეთი ტვირთისა რაც საერთაშორისო ბაზარზე რუსეთისთვის სანქცირებულია.
ეს აპარატურა დაახლოებით არის 2.5 მლნ დოლარის ღიებულების.
ეს აპარატურა ჩემი ცნკბენით უკვე არის ლარსის საზღვართან. ამის დამონტაჟება უნდა მოხდეს ამეიკული კომპანიის მიერ, თუმცა “ ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის გამო ეს დამხარებაც შეჩერებულია, როგორც სხვა დანარჩენი.” -განაცხადა გია ჯაფარიძემ
ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, სადაც ორჯერ უფრო ნაკლები მაყურებელი ეტევა, ვიდრე დინამოს სტადიონზე.
ინფორმაციისთვის, 29 ივლისს, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია და შესაძლოა მდგრადობის პრობლემები შეიქმნას.
“პირველებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ არსებობს კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამას დოკუმენტურად დაადასტურებს.