ემზადებით დანაშაულის ჩადენისთვის და შენობის გარეთ აღმართული გალავანი სწორედ რომ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება - კირთაძე
რკინის ღობე ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარშემო - ცესკოში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. ცესკოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის აზრით აღმართული გალავანი მოახლოებულ
არჩევნებს უკავშირდება.
საშინელი მდგომარეობა შექმენით გარედან, ნამდვილად აჩენს იმის ეჭვს, რომ რაღაცის გეშინიათ, რაღაცისთვის ემზადებით და ეს რაღაც თქვენი დანაშაულია, რომლის ჩადენასაც აპირებთ და რომელიც გამოიწვევს ხალხში წყენას, ამისთვის ემზადებით და ამისთვის გჭირდებათ ეს გალავანიც. შემდეგ ვინმეს წყენა რომ არ გამოიწვიოს და ვინმემ რამე არ მიგითითოთ თუ როგორ ცუდად იქცევით." - განაცხადა დავით კირთაძემ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.