რა დამსახურებით მოხვდა "ოცნების" დელეგატების ოცეულში ფრიდონ ინჯიას ვაჟი? - რას ამბობს მდინარაძე
რა დამსახურებით მოხვდა "ქართული ოცნების" დელეგატების საპატიო ოცეულში პრორუსი პოლიტიკოსის, ფრიდონ ინჯიას ვაჟი? - მმართველი პარტია ირწმუნება, რომ მათი კოლეგა ფრიდონ ინჯია არაფერ შუაშია და გადაწყვეტილება პრაგამტულად მოაზროვნე ილია ინჯიას გამო მიიღეს.
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ილია ინჯიას შეხედულებები და ივანიშვილის გუნდის პოლიტიკა ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, რაც მდინარაძის რწმუნებით, გახდა წინაპირობა იმისა, რომ მისი კოლეგის შვილი დელეგაციაში ჩასვეს.
ილია ინჯია არის ადამიანი, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები ძალიან კარგად იცნობენ. მე, მას ბოლო დღეებში შევხვდი და კონსულტაციები გვქონდა. ჩემზეც იიგივე შთაბეჭდილება დატოვა, რაც იმ ადამიანებზე, რომლებსაც მას პოზიტიურად ახასიათებდნენ, შესაბამისად, ეს გახდა ჩვენ სიაში მოხვედრის მთავარი ფაქტორი. შვილები ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს, მათ შორის, ძალიან კარგი შვილები ჰყავთ ჩვენი პარლამენტის წევრებს, მაგრამ ყველასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, რომ ისინიც გამხდარიყვნენ პარლამენტის წევრები. ამიტომ, ილია ინჯიას პერსონალური დახასიათებიდან გამომდინარე მოხდა სიაში და მამა-შვილობა არაფერ შუაშია. ის არის წარმატებული ბიზნესმენი. გუშინ წინ დავრწმუნდი, რომ მისი ხედვები ემთხვევა ჩვენსას. ეს ადამიანი პრაგმატულად აზროვნებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
"ევროპელი სოციალისტების" ლიდერის, ფრიდონ ინჯიას შვილი, ილია ინჯია "ქართული ოცნების" გამსვლელ სიაშია - ილია ინჯიასთან ერთად, სიაში მოხვდა გორის მოქმედი მერი - ლადო ხინჩიგაშვილი.
პრემიერის ცნობით, „ქართული ოცნება“ დელეგატებს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში წარადგენს.
დელეგატების სია ასე გამოიყურება:
- კახეთიდავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
- ირაკლი ქადაგიშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ.
- რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს ირაკლი შატაკიშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი.
- მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი
- რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი, ბატონი დავით შერაზადიშვილი
- ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი ანტონ ობოლაშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი.
- ახალქალაქი-ნინოწმინდა- მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი.
- მცხეთა-მთიანეთში ბატონი დიმიტრი ხუნდაძე იქნება დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში.
- გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი, ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატად.
- ხაშური-ქარელი- მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე
- ქუთაისში, ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე
- წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე
- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე
- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი.
- ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან.
- ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია
- მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი.
- გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ბატონი ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი.
- რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ბატონი გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი.
- ბათუმში არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“, რომელიც არის „ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი.
- ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, ბატონი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.
- ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი.
- ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.
ირაკლი კობახიძის თანახმად, ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე.
რაც შეეხება თბილისს, პრემიერის თქმით, 8 დელეგატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.