ერთი სცენარი და სრული თანხვედრა - “ოცნების“ და მოსკოვის მწყობრი ნაბიჯები დადანაშაულონ საქართველო ომის დაწყებაში

16.08.24 20:31
ერთი სცენარი და სრული თანხვედრა - “ოცნების“ და მოსკოვის მწყობრი ნაბიჯები დადანაშაულონ საქართველო ომის დაწყებაში

შეთქმულება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ერთი სცენარი და სრული თანხვედრა მოქმედებებში - “ქართული ოცნების“ და მოსკოვის მწყობრი ნაბიჯები მთავარი მიზნისკენ - დადანაშაულონ საქართველო ომის დაწყებაში. ქრონოლოგიურად ყველაფერი ზუსტად გაწერილი გეგმის მიხედვით მიდის. ოცნების პოლიტსაბჭოს სკანდალური განცხადება, რომელიც  მეორე დღესვე რუსმა დიპლომატმა  გულის ჯიბიდან ამოღო და გაეროში წაიკითხა, დღეს კი ავანსცენაზე უკვე პუტინის გარემოცვა გამოიყვანეს. 

საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაციის სამკუთხედი ნიკოლაი პატრუშევმა შეკრა, რომელიც ზუსტად მიყვა ოცნების ნარატივს. ომი საქართველომ ამერიკის დახმარებით დაიწყო -ეს არის იდეალური ვერსია მოსკოვისთვის 2008 წლის აგრესიის გასამართლებლად. გამოცხადებული ღალატის ფონზე კი საქართველოოს  საქმეთა სამინისტრო ხმას არ იღებს. ამიტომ ყოფილი დიპლომატები მოქმედ კოლეგებს მიმართავენ, რადგან დუმილი ახლა მოსკოვის და “ოცნების“ პოზიციის გაზიარებას ნიშნავს.

დღეს ამერიკულ პრესაში ჯინ შაჰინის ინტერვიუ გამოქვეყნდა - ახალი გზავნილები შტატებიდან.

რუსუდან დუმბაძე განაგრძობს ამ თემაზე საუბარს.