“ოცნების“ ტროლების რუსული ქარხანა - საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს რუსეთის დახმარებით ებრძვის
რუსების დახმარებით საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ - “ქართული ოცნების“ მოსკოვთან კავშირები კომპანია მეტამ გამოააშკარავა და მთელ მსოფლიოს გააგებინა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს რუსეთის დახმარებით ებრძვის. 76 ფეისბუქ ანგარიში, 30 გვერდი და ინსტაგრამის 11 ანგარიში. ყველა ეს გვერდი მოსკოვიდან იმართებოდა და იმ აქტივისტების გაშავებას ემსახურებოდა, რომლებიც ანტირუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში იდგნენ.
საკუთარი ტროლ-ბოტები რომ არ ეყო, ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ყალბი პოლიტიკური ამბების გავრცელება და ოცნების ოპონენტების დისკრედიტაცია - ეს ყველაფერი მეტამ აღმოაჩინა, გამოააშკარავა და ყველა გვერდი დაბლოკა. ირკვევა, რომ ქართველი ოლიგარქის სასარგებლო და სამოქალაქო აქტივისტების მორალური ტერორის კამპანიაში რუსეთმა მხოლოდ სოციალურ ქსელში 80 ათასი დოლარი დახარჯა. რითი იმართლებს თავს ქართული ოცნება.