ორი გადაწყვეტილება ერთ დღეში დედაქალაქის საზიანოდ - იპოდრომთან ერთად, უმრავლესობამ განაჩენი ჭავჭავაძის გამზირსაც გამოუტანა
ორი გადაწყვეტილება ერთ დღეში დედაქალაქის საზიანოდ და ოლიგარქის და მისი გუნდის გასამდიდრებლად. იპოდრომის ერთადერთი მწვანე სივრცე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამშენებლო პოლიგონად იქცევა. ყველაფერი გაიჩეხება და კორპუსები ჩადგება. იპოდრომთან ერთად კი უმრავლესობამ ჭავჭავაძის გამზირსაც გამოუტანა განაჩენი.
ხელისუფლების კარის ბიზნესმენითვის 47 სართული საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ შენობის პროექტს კიდევ 12 სართული დაუმატა დასამტკიცებლად საკრებულოს გაუგზავნა. უმრავლესობამ ისე დაუმტკიცა განაცხადი ღარიბაშვილის ნათელმირონს, რომ კითხვებიც კი არ გასჩენია დედაქალაქის ურბანულ გენოციდთან დაკავშირებით. შესაბამისად ჭავჭავაძეზე 180-ის ნაცვლად უკვე 210 მეტრიანი ცათამჯენი აშენდება.