„უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას – კარდინი

17.08.24 10:02
„უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას – კარდინი

გული მწყდება, რომ ამ კანონმა შეიძლება ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნებაა, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

კარდინი პირდაპირ წერს, რომ აგენტების კანონი დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთის საფრთხის შემცველია.

„გული მწყდება, რომ საქართველოს „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება. საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს", - წერს კარდინი