წაგებული არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება - ნადირაძე
დოკუმენტებით დადასტურდა, რომ რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, დამატებით ქონებები და რეზიდენციები შეიძინა მოსკოვში - ამის შესახებ ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძემ, რუსეთში, ეკატერინე ხვედელიძის დამატებით ქონებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნადირაძის თქმით, წაგებული არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება, რადგან ის 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დამარცხდება“.
,,მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფდა, რომ მან მოსკოვში დამატებითი ქონებები შეიძინა, ფაქტია, რომ დოკუმენტებით დადასტურდა, რომ რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა, ეკატერინე ხვედელიძემ დამატებით ქონებები და რეზიდენციები შიძინა მოსკოვში და ამაში მილიონობით ლარი გადაიხადა, როგორც ჩანს წაგებული არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება და დიახ, ეს ადამიანი, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დამარცხდება და გაიქცევა რუსეთში, იმიტომ, რომ, მან ამ ქვეყანაში ადამიანები გააღარიბა, გააღატაკა და უბრალოდ გააქცია ქვეყნიდან“. - განაცხადა ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადაირაძემ.
OCCRP-მა "ოცნების" განცხადებების შემდეგ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში ქონებას ნამდვილად ფლობს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. დოკუმენტით ირკვევა, რომ ოლიგარქის მეუღლემ უძრავი ქონება მოსკოვში 2024 წლის 19 აპრილს გადაიფორმა