Black Sea Arena სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, იმიტომ რომ იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები 10.000 ლარიანი ხელფასებით შევინახოთ - ნადირაძე

17.08.24 11:20
Black Sea Arena სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, იმიტომ რომ იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები 10.000 ლარიანი ხელფასებით შევინახოთ - ნადირაძე

"ფაქტია, რომ გადმოცემის დღიდან, Black Sea Arena სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა მას ჯიუტად აფინანსებს ათობით მილიონი ლარით, მხოლოდ იმიტომ რომ იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10.000 ლარიანი ხელფასებით", - ამის შესახებ ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს  ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძის თქმით, ეს არის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა.

ფაქტია, რომ გადმოცემის დღიდან, Black Sea Arena სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა მას ჯიუტად აფინანსებს ათობით მილიონი ლარით, მხოლოდ იმიტომ რომ იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10.000 ლარიანი ხელფასებით. ეს არის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა და ეს არის ის მილიონები, რომელიც აკლდება ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას, რომელსაც ისედაც გაძვირებული აქვს ცხოვრება და მათთვის ყოველი თეთრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იმიტომ რომ ასე უნდა ბერას და ასე უნდა "ქართულ ოცნებას", ისინი მილიონობით ლარს ჩუქნიან ამ ადამიანებს ქვეყანაში, სადაც უამრავი ბავშვი შიმშილობს და უამრავი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემაა", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena ჩამოართვა. "ბლექ სი არენა" კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წელს გადაეცა.