"ევროპული საქართველოს" წევრები "ერთიანობას" უერთდებიან - "ქორთიარდ მარიოტში" შეკრება იწყება

17.08.24 17:09
"ევროპული საქართველოს" წევრები "ერთიანობას" უერთდებიან - "ქორთიარდ მარიოტში" შეკრება იწყება

"ევროპული საქართველოს" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მისასვლელად ემზადებიან. ოპოზიციური პარტია პლატფორმა "ერთიანობას" უერთდება. შეკრება ქორთიარდ მარიოტში ამ წუთებში იწყება.

ზუსტად ერთ საათში კი ლიდერები საჯაროდ იტყვიან, ვისთან ერთად და რა კონფიგურაციით წარდგებიან 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე. გარდა ამისა, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობაში ბრუნდება კობა ნაყოფია. ის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილ ახალ სტრუქტურულ ერთეულს უხელმძღვანელებს. ნაყოფია უკვე იმყოფება "ქორთიარდ მარიოტში"

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, საერთო მიზნის მისაღწევად, ოპოზიციურმა პარტიებმა წყნე აუკან უნდა მოიტოვონ და ერთიანობით უნდა დაამრცხონ "ოცნება" 26 ოქტომბერს.

,,მიხეილ სააკაშვილის, ინიციატივა იყო ეს მისი მხრიდან წამოსული პათოსი. უკვე დიდ ხანია ჩვენ ვართ ადვოკატები საყოველთაო ერთიანობა, საყოველთაო გაერთიანების. იმიტომ რომ ნებისმიერი რამ, რაც საქართველოში მეტ ნაკლებად ნორმალურ პოლიტიკურ ძალებს, ნორმალურ პოლიტიკოსებს, ადამიანებს, პატრიოტებს გვასხვავებს. აბსოლუტურად მეასე ხარისხოვანია და უკანა პლანზე დგება. ''ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის'' კოალიციაში შემოვა ''ევროპული საქართველო''. ესენი პარტიას არ შემოდიან, მათ აქვთ პირადი წყენები, ამბიციები, ყველაფერი რაც გვაქვს თავში, უნდა გადავდოთ უკან"- განაცხადა ბარამიძემ.