„ევროპული საქართველო“ პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა
"ერთიანობას" უერთდება "ევროპული საქართველო" და მისი ლიდერი გიგი წერეთელი - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სასატუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ყრილობაზე განაცხადა.
ბოკუჩავამ გიგი წერეთელის პოლიტიკურ გამოცდილებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ერთიანობას" მისი გამოცდილება ძალიან გააძ₾იერებს.
ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან "ერთიანობას", წინასაარჩევნოდ უერთდება, კედევ ერთი პროდასავლური პარტია, ეს არის "ევროპული საქართველო" და მისი ლიდერი გიგი წერეთელი, რომელიც არის ერთ-ერთი ყვეალზე გამორჩეული ლიდერი ქართულ პოლიტიკაში. რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს. მე მინახავს, როგორ სცემენ მას პატივს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ის იყო პრეზიდენტი მრავალი წლის მანძილზე. ეს არის საქართველოს პრესტიჟი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.