"რესპუბლიკური პარტია" აწარმოებს მოლაპარაკებებს და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ ვის შეუერთდება - სამნიძე

17.08.24 18:39
"რესპუბლიკური პარტია" აწარმოებს მოლაპარაკებებს და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ ვის შეუერთდება - სამნიძე

"რესპუბლიკური პარტია" აწარმოებს მოლაპარაკებებს და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ რომელ გაერთიანებას შეუერთდება - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

სამნიძის თქმით, წინ სერიოზული ბრძოლაა და ამიტომ ამომრჩეველმა, საზოგადოებამ უნდა იხილოს ძლიერი და უშიშარი ოპოზიციური გაერთიანებები.

ახლა პრაქტიკულად გვაქვს რამდენიმე ფლანგი და რამდენიმე ფლანგიდან შევუტევთ "ქართულ ოცნებას". ამიტომ მმართველ გუნდს გაუჭირდება, საზოგადოებას უთხრას, რომ მხოლოდ ერთი არჩევანია, "ნაციონალური მოძრაობა", იმიტომ, რომ არის დიდი არჩევანი. ჯერჯერობით სამი დიდი ცენტრია. კარი ღიაა ამ კოალიციების და ელოდებიან სხვა პარტიებსაც. "რესპუბლიკური პარტიაც" აწარმოებს ამ მოლაპარაკებებს და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი გადაწყვეტილების თაობაზე. უმნიშვნელოვანესია, საარჩევნო კამპანისი დროს ამომრჩეველმა დაინახოს ენერგია და ძალა, პროფესიონალიზმი, უშიშრობა, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ ბრძოლაში შევდივართ", - ამბობს ხათუნა სამნიძე.