თინა ბოკუჩავა აშშ-ში გაემგზავრა - ენმ-ის თავმჯდომარე დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრება

18.08.24 10:17
თინა ბოკუჩავა აშშ-ში გაემგზავრა - ენმ-ის თავმჯდომარე დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრა - ენმ-ის თავმჯდომარესთან ერთად "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძეც იმყოფება. 

პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერები დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრებიან, სადაც კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.

დღეს მივფრინავთ ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისი ოფიციალურად წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი. ცოტახნის წინ ასევე ვიმყოფებოდი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, სადაც დონალდ ტრამპის წარდგენა მოხდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ღონისძიება აშშ-ში, სადაც წარმოდგენილია სრულად ერთის მხრივ რესპუბლიკური და ახლა უკვე დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გავაღრმაოთ და აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკა-საქართველოს შორის, რომელსაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ.“ - განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.