ერთი მხრივ, ივანიშვილის კრიმინალური ბანდა დასავლეთს ლანძღავს და მეორე მხრივ, საფრანგეთისგან სესხ იღებს - ფარულავა

18.08.24 16:07
ერთი მხრივ, ივანიშვილის კრიმინალური ბანდა დასავლეთს ლანძღავს და მეორე მხრივ, საფრანგეთისგან სესხ იღებს - ფარულავა

"ივანიშვილის კრიმინალური ბანდა, ერთი მხრივ, ლანძღავს დასავლეთს, მეორე მხრივ, კი 30 მლნ-იან სესხ იღებს საფრანგეთის სახელმწიფოსგან" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ მთავრობის 30-მილიონიან სესხთან დაკავშირებით განაცხადა.

ფარულავას თქმით, "ეს დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მთავარო ამოცანა ფულის შოვნაა".

ივანიშვილის კრიმინალური ბანდა ერთის მხრივ ლანძღავს დასავლეთს, მეორეს მხრივ აფორმებს ხელშეკრულებას საფრანგეთის სახელმწიფოსთან კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს რეგიონებში. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილისთვის და მისი მთავრობისთვის მთავარი ამოცანაა ფულის შოვნა, არა სახალხო, საჯარო ინტერესი და არა ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება მათ შორის რეგიონებში და თუ რამე არის გაუმჭვირვალე, სწორედ ის პროექტებია, რომლებიც კონკრეტულ მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, უნდა აგვარებდეს წყლის, გზის პრობლემას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პროექტები არ ხორციელდება, არის დროში ჩამორჩენები და ამით მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ბანდა სარგებლობს.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.