კოალიცია "ცვლილებებისთვის" პარტია "რესპუბლიკელები" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ

18.08.24 15:46
კოალიცია "ცვლილებებისთვის" პარტია "რესპუბლიკელები" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ

ახალი პოლიტიკური ერთობა შემდგარია - კოალიცია "ცვლილებებისთვის" პარტია "რესპუბლიკელები" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" ოფიციალურად შეუერთდნენ.

ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა ზუგდიდში, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს და აღნიშნეს, რომ კოალიციაში ისეთი ძალები გაერთიანდნენ, რომლებიც საქართველოს ევროპულ მოამავალს დაუბრუნებენ და ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებენ.

გადავწყვიტე, რომ ვიყო ისეთ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც შეიძლება დიალოგი, დისკუსია, კამათი, შეთანხმება და ერთობლივად ქვეყნის მართვა ისე, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში იყოს მთავარი ორიენტირი. მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცე ის ავადმყოფობა, რომლის გამოც ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, განვკურნოთ ქვეყანა და ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად, კოალიცია 4-თან ერთად", - ამბობს სამნიძე.