"ოცნება" საფრანგეთისგან სესხს იღებს - რისთვის სჭირდება მმართველ პარტიას 30 მლნ ევროს ვალი?
საქართველოს მთავრობა საფრანგეთის სახელმწიფოსგან 30 მლნ ევროს სესხს იღებს - შესაბამის განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელს აწერს, წერია, რომ მიზეზი ქალაქ ხაშურში წყალარინების სისტემის ქსელის განვითარებაა.
განკარგულება 15 აგვისტოთი თარიღდება, რომლის თანახმადაც, მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს სესხის აღებასთან დაკავშირებით ნებართვა უკვე მისცა.
დოკუმენტის მიხედვით, სესხის ხანგრძლივობა 20 წელია და მისი პროცენტი ჩამორიცხვის მომენტში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დაზუსტდება. რაც შეეხება საშეღავათო პერიოდს, შეღავათიანი პერიოდი 5 წელს შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.