"ძლიერი საქართველოს" წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ - კოალიციის ლიდერები ნაძალადევის რაიონში მოქალაქეებს ხვდებიან
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ - ამ წუთებში გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, საბა ბუაძე, ლანა გალდავა და დეა მეტრეველი ნაძალადევის რაიონში მოქალაქეებს ხვდებიან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოქალაქეების პრობლემებს ისმენენ და კოალიციის გეგმებზე ესაუბრებიან. ამასთან, "ძლიერი საქართველო" მოსახლეობას 2024 წლის არჩევნებში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდებს.
ყველა ჩვენს შეხვედრაზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს არის არჩევანი სიღარიბესა და კეთილდღეობას შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს აქვთ ცვლილებების მოთხოვნილება. პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ მოვუწოდოთ მათ, მოვიდნენ არჩევნებზე და შემდგომ ვაცნობთ ჩვენს გეგმებს, თუ რის შეცვლას ვაპირებთ არჩევნების შემდეგ", - ამბობს სალომე სამადაშვილი.