მთავრობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ უცხოელების დახმარება არ სჭირდება, საფრანგეთისგან სესხს იღებს
მთავრობა, რომელიც მთელი წელი ამტკიცებდა, რომ საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის და უცხოელების დახმარება არ სჭირდება, ირკვევა, რომ საფრანგეთისგან ფულის სესხებას აპირებს, რათა შიდა ქართლში მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუგვაროს.
პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს სამი დღის წინ უფლება მისცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან ოც-წლიანი სესხი აიღოს. ხაშურში წყლის სისტემებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისთვის საქართველოს ხელისუფლებას 30 მილიონი ევრო სჭირდება.
თეონა აქუბარდიას ინფორმაციით ეს ის პროექტია, რომლის დაფინანსებაც უცხოელებმა ივანიშვილის პარტიის პოლიტიკის გამო შეაჩერეს. გამოდის, რომ "ქართულ ოცნებას", რომ ანტიდასავლური განცხადებები არ ეკეთებინა, ამ პროექტის დასასრულებლად დიდი ვალის აღება გადაუდებელი აუცილებლობა არ იქნებოდა.