მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში "ოცნებამ" დაანგრია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, "ერთიანობა" მიწვეულია აშშ-ში - ჯაფარიძე

19.08.24 12:15
მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში "ოცნებამ" დაანგრია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, "ერთიანობა" მიწვეულია აშშ-ში - ჯაფარიძე

"მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში "ოცნებამ" დაანგრია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, "ერთიანობის" კოალიცია მიწვეულია აშშ-ში" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციისთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დაპატიჟებული იყოს.

პირველ რიგში, გილოცავთ ფერიცვალებას!

როგორც თქვენთვის ცნობილია, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე გაემგზავრნენ აშშ-ში მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ დაანგრია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ერთიანობის კოალიცია მიწვეულია აშშ-ში.
ჩვენი მიზანია, ახალი სული შთავბეროთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მოვიზიდოთ დასავლური ინვესტიციები საქართველოში.

თინა და გიორგი მიწვეული არიან აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დასახელდება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.

როგორც მოგეხსენებათ უფრო ადრე თინა ბოკუჩავა მიწვეული იყო და დაესწრო აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის ყრილობას, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასახელდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.
ჩვენთვის უდიდესი პატივია და პრივილეგიაა, მიწვეული ვიყოთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ როცა ქართული ოცნება ცილს სწამებს, ლანძღავს და ზურგს აქცევს ამერიკას, ამერიკა ზურგს არ აქცევს საქართველოს და მის მოქალაქეებს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმეგობრობთ არა ამერიკის წითელ და ლურჯ შტატებად, არა დემოკრატებთან ან რესპუბლიკელებთან, არამედ ერთიანობის კოალიცია ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარია.

აშშ-თან საქართველოს აქვს გრძელი და ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობის ისტორია. აშშ ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს საქართველოს განვითარებაში მისი პოლიტიკური მხარდაჭერით და ფინანსური დახმარებით'',- განაცხადა გია ჯაფარიძემ