26 ოქტომბერს ჩვენ არჩევნები არ გვაქვს მხოლოდ საპარლამენტო დონეზე, ეს არის სახელმწიფოს და მთელი ქვეყნის არჩევნები - ურუშაძე
"26 ოქტომბერს ჩვენ არჩევნები არ გვაქვს მხოლოდ საპარლამენტო დონეზე, ეს არის სახელმწიფოს და მთელი ქვეყნის არჩევნები" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ გააკეთა.
ურუშაძის თქმით, 2024 წლის არჩევნები მუნიციპალურ სერვისებს, წყალმომარაგების სისტემებს და ყველა იმ დარგს ეხება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარტნიორობასთან დასავლურ ფონდებთან.
მხოლოდ 2023 და 2024 წლების განმავლობაში, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორის სახელმწიფოების დონორი ორგანიზაციებისგან მიიღო 1 მილიარდ ლარამდე ფინანსური მხარდაჭერა, სწორედ წყალ არიდების და წყალმომარაგების სისტემების გამართულობისთვის, ეს ეხება, როგორც ხაშურის რეგიონს, ასევე იმერეთის, მაღალმთიანი აჭარის, ყაზბეგის და თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ გვქონდეს წარმოდგენა, ის სოფლები, ის ქალაქები, რომლებიც უკვე უზრუნველყოფილია 24 საათიანი წყალმომარაგებით, სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით არის განხორციელებული და ის ქალაქები და ის სოფლები, რომლებიც ელოდებიან უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფას სწორედ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს, ეს არის საფრანგეთის მთავრობა, გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის, ევროპისა და განვითარების, რეკონსტრუქციის ბანკი,მსოფლიო ბანკი და ა.შ. ამიტომ 26 ოქტომბერს, ჩვენ არჩევნები არ გვაქვს მხოლოდ საპარლამენტო დონეზე, ეს არის სახელმწიფოს და მთელი ქვეყნის არჩევნები, ეხება მუნიციპალურ სერვისებსაც, წყალმომარაგების სისტემებსაც, სოფლის მეურნეობის განვითარებასაც და ყველა იმ დარგს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარტნიორობასთან დასავლურ ფონდებთან, საფინანსო ინსტიტუტთან,ამიტომ, ჩვენ 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში სახელმწიფო მდგრადობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი“. - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.