ფარცხალაძის ჩამოსვლა, ან არ ჩამოსვლა, ძირითადად, ოპოზიციის გამოცოცხლებას ემსახურება - ქადაგიშვილი

19.08.24 13:13
ფარცხალაძის ჩამოსვლა, ან არ ჩამოსვლა, ძირითადად, ოპოზიციის გამოცოცხლებას ემსახურება - ქადაგიშვილი

"ფარცხალაძის ჩამოსვლა, ან არ ჩამოსვლა, ძირითადად, ოპოზიციის გამოცოცხლებას ემსახურება" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი "ეფ ეს ბეს" აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლას.

ირაკლი ქადაგიშვილი მედიასთან საუბრის დროს ამტკიცებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არანაირი საჭიროება არ გააჩნია შტატების მიერ დასანქცირებული ფარცხალაძის თბილისში ჩამოსვლის და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის. 

ოპოზიციას აქვს შიშები. გასაგებია, იმიტომ რომ, როცა მძიმე მდგომარეობაში ხარ დეპრესიულ მდგომარეობაში, გეწყება შიშები. ამ შიშების გაქარწყლება ძალიან რთულია, ხანდახან წარმოუდგენელია, ამიტომ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ''ქართული ოცნების'' საარჩევნო საკითხებში და საჭიროებაში ფარცხალაძის მონაწილეობის შინაარს და ადგილს მე ვერ ვხედავ. მე მგონია, ფარცხალაძის ჩამოსვლა, ან არ ჩამოსვლა ძირითადად ემსახურება ოპოზიციის გამოცოცხლებას, მე მგონი ერთადერთი ეგ მისია აქვს", - ამბობს ქადაგიშვილი.

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია - გამოცემა "სოვას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მიერ რუსული "ეფ ეს ბეს" აგენტად გამოცხადებული ყოფილი გენერალური პროკურორი ორ თანმხლებ პირთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს.

"პირველების" ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე ორბელიანების სასახლის ირგვლივ არსებულ რეტრო კაფეში შენიშნეს.