ფარცხალაძე წინაასაარჩევნოდ ქვეყანაში ისევე ბრუნდება, როგორც "ოცნების" მხარდასაჭერად პატიმრობიდან თავისუფლდებიან კრიმინალები - კუპრაძე
"ფარცხალაძე წინასაარჩევნოდ საქართველოში ისევე ბრუნდება, როგორც "ოცნების" მხარდასაჭერად პატიმრობიდან თავისუფლდებიან კრიმინალები" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე "ეფ ეს ბეს" ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის საქართველოში დაბრუნებას.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება არათუ მიმდინარეობს, არამედ, პირიქით, შტატების მიერ დასანქცირებული პირი თბილისში უპრობლემოდ ჩამოდის.
რუსეთის აგენტი, ოთარ ფარცხალაძე, რომლის მიმართაც უნდა ხორციელდებოდეს გამოძიება, ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს და პირიქით წინასაარჩევნოდ ის ბრუნდება საქართველოში, ისევე როგორც პატიმრობიდან თავისუფლდებიან კრიმინალები, კანონიერი ქურდები, იმისთვის რომ მხარი დაუჭირონ ''ქართულ ოცნებას'', რუსულ რეჟიმს, რომელსაც არ აინტერესებს ამ ქვეყანაში მოქალაქეების ძირითადი პრობლემები და დემოკრატია, არამედ აინტერესებს ერთი რამ, გაიმარჯვოს არჩევნებში ნებისმიერ ფასად", - ამბობს კუპრაძე.