რატომ შეცვალა ცესკომ არჩევნების წინ დადგენილება? - ოპოზიცია საარჩევნო პროცესის გაკონტროლებაზე ალაპარაკდა
რატომ შეცვალა ცესკომ არჩევნების წინ დადგენილება? - საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.
არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.
ცენტრალური სარჩევნო კომისიის წევრი "სტრატეგია აღმაშენებლიდან", ანა კობახიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის გუნდს ახალი დადგენილებით კომისიის წევრებზე ზეწოლის მოხდენა სურს.
მაშინ, როცა ძველი წესით ჩატარებული არჩევნების დროს 67-ზე მეტი პროცედურა არსებობდა. მას არ სჭირდებოდა ეს ადმინისტრაციას, მაშინ ეტეოდა დროში, როცა კენჭის ყრის პროცესი შემოვიდა ტექნოლოგიები და უფრო ნაკლები პროცედურაა, ახლა რატომ გახდა საჭირო, რომ ეს პროცესი გადაიტანონ 7 დღით ადრე. ჩემთვის ეს რიტორიკული კითხვაა, იმიტომ რომ გასაგებია წინასწარ უნდა იცოდნენ, ვინ რომელ ფუნქციას შეასრულებს. ეს შეიძლება იყოს დაშინებით, ზეგავლენით, ზეწოლის და მოსყიდვის სხვადასხვა მიზეზით", - ამბობს ანა კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.