საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება სამხრეთ ოსეთისთვის ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია - გაგლოევი
"სამხრეთ ოსეთისთვის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება არის ერთ-ერთი შესაძლო და ყველაზე პერსპექტიული ვარიანტი" - ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსულ მედიასთან ისაუბრა.
გაგლოევმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხი, ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთში ყოფნა ოსი ხალხის საუკუნო ოცნებაა.
გაგლოევის თქმით, არსებობს "გარკვეული პერსპექტივები" სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ლათინურ ამერიკაში, სადაც "მეგობრები ვენესუელასა და ნიკარაგუაში მზად არიან დაეხმარონ რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან კავშირების დამყარებაში".
ჩვენ ახლა ვმუშაობთ ბელარუსთან თანამშრომლობის დასამყარებლად. ჯერჯერობით საუბარია კონტაქტებზე ჰუმანიტარულ სფეროში, სპორტში და ა.შ. სამომავლოდ ჩვენ ველით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ინტეგრაციის დონე გულისხმობს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას და ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხების ერთობლივ განხილვას. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აგრძელებენ შემდგომი დაახლოების პოლიტიკას ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ 2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში. თუ დადგება ისეთი პირობები, რომელიც გამოიწვევს რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების საკითხის აქტუალიზაციას, ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს სტრატეგიულ პარტნიორთან. რუსეთში ყოფნა ოსი ხალხის საუკუნო ოცნებაა
გარდა ამისა, საქართველოში კვლავ მოქმედებს ე.წ. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბლოკადა ფაქტობრივად ქართული მხრიდან ხორციელდება. სამხრეთ ოსეთმა დიდი ხანია და შეუქცევად გადაწყვიტა მეგობრებისა და მოკავშირეების არჩევა. ჩვენი გზა რუსეთთან ინტეგრაციაა,"- განაცხადა გაგლოევმა.