“ყველას მოუწევს პასუხისგება“ - მაჭარაშვილი უკრაინას არასწორ ქმედებებში ადანაშაულებს ​

19.08.24 15:17
“ყველას მოუწევს პასუხისგება“ - მაჭარაშვილი უკრაინას არასწორ ქმედებებში ადანაშაულებს ​

„ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი უკრაინას საქართველოსთან მიმართებით არასწორ და არათამიმდევრულ ნაბიჯებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “ყველას მოუწევს პასუხისგება.“

მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ მმართველი ხელისუფლება უკრაინას მაქსიმალურად ეხმარებოდა და მათი მხრიდან ელჩის გაწვევას უსაფუძვლოს უწოდებს.

რატომ გაიწვიეს უსაფუძვლოდ ელჩი, რომელიც ბოლომდე იყო კიევში, არ ვამწვავებდით იმიტომ, რომ უკრაინა ომის მდგომარეობაში იყო, თუმცა, გარკვეული წლების შემდეგ დადგა დრო, ვთქვათ სიმართლე. ყველას მოუწევს პასუხისგება იმ არასწორ და არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში იყო და ამიტომ, ახლა თავის მართლება...

იცით, რატომ გაიწვიეს ელჩი საქართველოდან? უკრაინას ჩვენ აბსოლუტურად ყველა მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ,  გარდა ერთისა, ვერ შევეშველეთ ქალების და ბავშვების ხოცვაში,რასაც ითხოვდნენ, ვერ დავეხმარეთ და ამაში თუ გვამტყუნებთ, უთხარით ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, თუმცა საქართველოს მაშინდელი პრემიერის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა.

ხარიშინის თქმით, "იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები" და აცხადებს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი.