უმუშევრობასთან დაკავშირებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები "ოცნების" წინასაარჩევნო მანიპულაციაა
"უმუშევრობასთან დაკავშირებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები "ოცნების" წინასაარჩევნო მანიპულაციაა" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანჯგალაძის თქმით, საქართველოში ღირსეული სამუშაო გარემო და ანაზღაურება არ არსებობს, რის გამოც ქართველები ქვეყნიდან გარბიან.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები უმუშევრობასთან დაკავშირებით, არის “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო მანიპულაცია.
სინამდვილეში ის, რომ ქართველები ტოვებენ საკუთარ ოჯახებს და ქვეყანას სწორედ იმის შედეგია, რომ საქართველოში არ არსებობს ღირსეული სამუშაო, ანაზღაურება, ხოლო ფასები ძალიან მაღალია.
ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან საკუთარი მოსახლეობის ძარცვის და გაღარიბების პოლიტიკის შედეგი. “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული მცირე ჯგუფი მდიდრდება, ხოლო ხალხი ღარიბდება.
შესაბამისად, 26 ოქტომბრის შემდეგაც თუ კვლავ ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში ქვეყანას ელოდება იზოლაცია, სიღარიბე, რის გამოც სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს სამშობლოს დატოვება.ამ ყველაფრიდან გამომდინარე დავსავთ კითხვა, თუ ვისი ოცნებაა საქართველო ქართველების გარეშე?
ქართველი ერი აუცილებლად იზეიმებს 26 ოქტომბერს. ერთიანობით გავიმარჯვებთ.- პაატა მანჯგალაძე “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი