“ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ფერისცვალების დღესასწაული წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში აღნიშნეს

19.08.24 16:17
“ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ფერისცვალების დღესასწაული წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში აღნიშნეს

“ძლიერი საქართველოს” ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, გუნდის წევრებთან ერთად, წალენჯიხაში, ფერისცვალების ტაძრის 1000 წლოვან იუბილეს დაესწრენ და ტაძარი მოილოცეს. მათ ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცეს. 

მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ფერსიცვალება. ღმერთმა ქნას, რომ ყველას გვეცვალოს ფერი სიყვარულისკენ,  სიკეთისკენ, მშვიდობისკენ, ერთიანობისკენ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და სრულიად საქართველო!", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს წელს 1000 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წალენჯიხაში კონფერენციაც ჩატარდა, რომელშიც ქართველი მეცნიერები მონაწილეობდნენ. დღესვე წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის ფოტოებით ილუსტრირებული წიგნი-ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელსაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დასწრნენ.

მამუკა ხაზარაძეს, როგორც წალენჯიხის განვითარების ფონდის დამფუძნებელს, ტაძრის რეაბილიტაციის საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.