"წალენჯიხიდან ვულოცავ საქართველოს ფერისცვალების დღესასწაულს" - თამარ კორძაია
"წალენჯიხიდან ვულოცავ საქართველოს ფერისცვალების დღესასწაულს", - განაცხადა ''ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ.
მისი თქმით, ისინი ფერისცვალების ეკლესიის 1000-წლისთავსაც აღნიშნავენ.
წალენჯიხიდან ვულოცავ საქართველოს ფერისცვალების დღესასწაულს და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქ რომ ვარ, იმიტომ რომ აღვნიშნავთ ფერისცვალების ეკლესიის 1000 წლისთავს და ასევე წიგნის გამოშვებას, რომელშიც აღწერილია არამარტო ამ ისტორიული ძეგლის წარმოშობის საკითხები, არამედ ამ რაიონის ისტორიული მოვლენები და ამ დარბაზში ტარდება კონფერენცია, რომელიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით იქნება წარმართული", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.