ცესკო პარტიების მხარდამჭერთა სიების გაყალბებაზე საუბრობს

19.08.24 17:09
ცესკო პარტიების მხარდამჭერთა სიების გაყალბებაზე საუბრობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიების მხარდამჭერთა სიების გაყალბებაზე საუბრობს.

მათი ინფორმაციით, ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებსაც რეალურად მხარდამჭერთა ბლანკზე ხელი არ მოუწერიათ.

ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებსაც რეალურად მხარდამჭერთა ბლანკზე ხელი არ მოუწერიათ. აღნიშნული გამოვლინდა გადამოწმების შედეგად. შესაბამისად, ცესკომ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ასეთ შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პარტიებისა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად რეგისტრაციის ვადა ჯერ კიდევ აქვს იმ 13 პარტიას, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ასეთმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა“, - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.