საგანგებო მისიით რუსეთიდან - ოთარ ფარცხალაძე საქართველოშია

19.08.24 20:09
საგანგებო მისიით რუსეთიდან - ოთარ ფარცხალაძე საქართველოშია

საგანგებო მისიით  რუსეთიდან საქართველოში ოთარ ფარცხალაძე- რომანოვი  ჩამოვიდა. ივანიშვილის შუამავალი პუტინის რეჟიმთან ამ დრომდე კაკლების დასახლებაში, შავ სასახლეშია ჩაკეტილი. მედიასთან არ ჩნდება, მის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს კი დაცვის სამსახური იცავს.  

გამოცემა “სოვას“ ინფორმაციით, ამერიკის მიერ “ეფ-ეს-ბეს“ აგენტად გამოცხადებული ფარცხალაძე, ორ თანმხლებ პირთან ერთად, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს მდებარე კაფეში დააფიქსირეს.

მოსკოვიდან  თბილისში ჩამოსულ  ფარცხალაძეს აღარ აქვს ქართული პასპორტი. ის მხოლოდ რუსეთის მოქალაქეა. ამიტომ   ჩნდება კითხვა - ვინ შემოუშვა ქვეყანაში შტატების მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორი?

პრემიერ კობახიძეს ფარცხალაძის აგენტობის არ სჯერა, თუმცა  ფაქტია, რომ  პუტინის რეჟიმმა გადამწყვეტ არჩევნებზე ივანიშვილის  გუნდის დახმარება სწორედ ექს პროკურორის  საშუალებით დაიწყო.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.