ზურაბიშვილი კობახიძის ნაცვლად - ყირიმის სამიტზე ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი მიიწვია
საქართველოს პრემიერი უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის თავს ესხმის და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ სკანდალში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებს. ეს მას შემდეგ, რაც ზელენსკის მთავრობის წარმომადგენელმა ღიად და საჯაროდ თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ხელოვნურად ჩაშალა.
ზელენსკის მთავრობა რომ ფსონს საქართველოს პრეზიდენტზე დებს და არა პრემიერზე, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. კობახიძის ნაცვლად ყირიმის სამიტზე მონაწილეობას ზურაბიშვილი მიიღებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა უკვე დევს.
ორბელიანების სასახლიდან “პირველებს“ ეუბნებიან, რომ პრეზიდენტი სამიტს, ისევე როგორც გასულ წელს, დიტანციურად დაესწრება.
დეტალები, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.