“ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ“ - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოუწოდებს.
მთავრობის მეთაურს ზურაბიშვილის და უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა არ უკვირს.
სალომე ზურაბიშვილიც არის, სამწუხაროდ, იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით: ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი, ეს ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის ნაცვლად სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი "ყირიმის პლატფორმის" მე-4 სამიტზე მიიწვია.
ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინ სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ყირიმის პლატფორმის" სამიტი 11 სექტემბერს, კიევში გაიმართება.