არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე - ბაიდენი

20.08.24 10:35
არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე - ბაიდენი

ამერიკა, მე შენ მოგეცი ყველაფერი, რაც შემეძლო - ამ სიტყვებით მიმართა ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კამალა ჰარისსა და მისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატს.

ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე და თქვა, რომ "არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე".

„გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის.  მათ ესმით, რომ ამერიკა უნდა იყოს შესაძლებლობების ადგილი არა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანისთვის, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის...

ჩემი ცხოვრების პატივი იყო მემსახურა პრეზიდენტად. მიყვარს ჩემი სამუშაო, მაგრამ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი.

არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე. მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, კამალა ჰარისიც არასოდეს გააკეთებს ამას“,  - განაცხადა ბაიდენმა ჩიკაგოში.